ანალიზი
მონაწილე გააანალიზებს ბიზნესის გამოწვევას და შესაძლო გადაწყვეტილებებს.

პრაქტიკული ბიზნეს ადმინისტრირება
Harvard Business School-ისა და HBS Online-ის სასწავლო მიდგომები — ქართულ ენაზე. პროგრამა აერთიანებს ბიზნეს ქეისების განხილვას, ონლაინ სწავლასა და პრაქტიკულ ტესტირებას, ბიზნეს სიმულაციურ თამაშს, გაყიდვებსა და მოლაპარაკებებს და საკუთარი ბიზნესგეგმის შემუშავებას.
შეარჩიე შენი პროგრამა ↗პრაქტიკული გამოცდილება ბიზნესში
ბიზნესის მართვის სწავლების გამოცდილება
სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება
ჩატარებული სემინარი
საკონსულტაციო და სასწავლო პროექტების გამოცდილება
უძრავი ქონების მიმართულებით მოზიდული ინვესტიცია
დასაქმებული ადამიანი KENCHADZE.Jobs-ის მეშვეობით
სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
01 / მიდგომა
სწავლების საფუძველია The Case Method — Harvard Business School-ის ქეისების მეთოდი. მონაწილე წინასწარ გაეცნობა ბიზნეს ქეისს, მოამზადებს გადაწყვეტილებას და შეხვედრაზე საკუთარ არგუმენტებს ჯგუფთან ერთად განიხილავს.
მიღებულ ცოდნას მონაწილე ონლაინ ტესტირებაში, MarketMind-ის თამაშში, გაყიდვების სტრატეგიასა და საკუთარ ბიზნესგეგმაში გამოიყენებს.
მონაწილე გააანალიზებს ბიზნესის გამოწვევას და შესაძლო გადაწყვეტილებებს.
მონაწილე შეადარებს განსხვავებულ მოსაზრებებს და დაასაბუთებს საკუთარ არჩევანს.
მონაწილე ცოდნას პრაქტიკულ ტესტებში, თამაშსა და პროექტებში გამოიყენებს.
02 / შენი შემდეგი ნაბიჯი
ხუთი კომპონენტი ბიზნესის პრაქტიკულად შესასწავლად: ქეისები, ონლაინ სწავლა, MarketMind, გაყიდვები და მოლაპარაკებები, საკუთარი ბიზნესგეგმა.
მონაწილე ისწავლის მომხმარებლის საჭიროების გაგებას, მოლაპარაკების წარმართვასა და პროაქტიური გაყიდვების სისტემის გამოყენებას.
03 / ცოდნა, რომელიც მოქმედებს
მონაწილე გააანალიზებს კომპანიის გამოწვევებს, შეადარებს მოქმედების გზებს და ჯგუფთან განხილვისას დაასაბუთებს საკუთარ გადაწყვეტილებას.
მონაწილე ისწავლის ვიდეოგაკვეთილებით და ცოდნის გამოყენებას ბიზნეს ქეისებზე დაფუძნებული პრაქტიკული ტესტებით შეამოწმებს. თეორიული კითხვები არ არის.
მონაწილე მართავს ვირტუალურ კომპანიას, გამოსცდის საკუთარ გადაწყვეტილებებს და გააანალიზებს მათ გავლენას ბიზნესის შედეგებზე.
მონაწილე ისწავლის მომხმარებლის საჭიროების გაგებას, შეთავაზების წარდგენასა და მოლაპარაკებას. ცოდნას პროაქტიური გაყიდვების სისტემის მიხედვით მომზადებულ სტრატეგიაში გამოიყენებს.
მონაწილე შეიმუშავებს საკუთარ ბიზნესგეგმას: შეაფასებს მომხმარებელს, შეთავაზებას, ფინანსებსა და იდეის განხორციელების ნაბიჯებს.
შეხვედრისთვის მომზადება
აირჩიე პროგრამა, ნახე დაგეგმილი შეხვედრები და წინასწარ გაეცანი შესაბამის ქეისებს.
დავით კენჭაძე, პროგრამის ხელმძღვანელი04 / ისწავლე პრაქტიკოსისგან
21 წელია, 2005 წლიდან, ასწავლის ბიზნესმენეჯმენტს.
დავით კენჭაძემ კარიერა ნულიდან დაიწყო. 40 სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობამ მას ბიზნესის სხვადასხვა მხრიდან დანახვის გამოცდილება მისცა. პროგრამაში მონაწილე გაეცნობა მის 24-წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ბიზნესის მართვის, გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და გუნდის განვითარების სფეროებში.
გადადგი შემდეგი ნაბიჯი ↗05 / შენი შედეგები
სერტიფიკატი მონაწილის მიერ შესაბამისი სასწავლო პირობების შესრულებას ადასტურებს. ბიზნესის ადმინისტრირება მოიცავს 7 სერტიფიკატს, გაყიდვების პროგრამა — 3-ს.

შენი შემდეგი ნაბიჯი
დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია. განათლების გუნდი დაგიკავშირდება პროგრამისა და მონაწილეობის პირობების გასაცნობად.